TaoNews.Ge

მეუფე სტეფანე ჟურნალისტებს ადანაშაულებს- ის რაც მოხდა შეთქმულება იყო

მეუფე სტეფანე ჟურნალისტებს ადანაშაულებს- ის რაც მოხდა შეთქმულება იყო

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე  მომხდარ შემთხვევაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს.

მისი თქმით, ის, რაც დღეს მოხდა “შეთქმულებაა”

“სასულიერო პირებს შორის იყო კრება. მოწვეული მყავდა ყველა ადამიანი, ვისაც უნდოდა კითხვების დასმა და საუბარი. ყველას მოვუსმინე, პასუხების გაცემის დრო, რომ დადგა, არ მომცეს პასუხის გაცემის საშუალება. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ეს ვითარება, შემოიჭრნენ შიგნით. არ მომისმინეს, ეს ხალხი რომ ყვირის, მათ მოაწყვეს შეთქმულება, არ მომისმინეს. სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი” – ამბობს მეუფე სტეფანე.
ცნობისთვის, მარტვილის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ მამაოებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ამის შემდეგ, მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ჩაინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც ჟურნალისტები დაშავდნენ.

მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!