TaoNews.Ge

მეუფე სტეფანეს საგანგებო განცხადება- “შაბათამდე თუ არ მოინანიებენ იღუმენ დანიელს, დიაკონ ანანიას და ბერ-დიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ”

მეუფე სტეფანეს საგანგებო განცხადება- “შაბათამდე თუ არ მოინანიებენ იღუმენ დანიელს, დიაკონ ანანიას და ბერ-დიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ”

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც მეუფემ აღნიშნა ის თბილისში იმყოფებოდა, როცა ამ ფაქტის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

” რადგან საჭირო გახდა ძალიან მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია და დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს, ამ წინააღმდეგობას, უაზრო მოქმედებას, რომელიც პიდაპირ მიმართულია ეკლესიის წინაღმდეგ,ჩაშალა ლოცვა, არ მომცა წირვის ჩატარების საშუალება,  უკანონოდ დაკეტა მონასტერი, ვითომ მაგას რაღაც უფლება გააჩნია. აქედან გამომდინარე,   გადაწყვეტილებას ვღებულობ უნდა  განვკვეთო ეს ადამიანი, აღარ ექნება უფლება  იყოს მღდვდელმსახური, დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს შაბათამდე. შაბათს, თამაკონში ვიქნებით და  მოვიდეს და  გამოაცხადიოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში განკვეთა არ განხორციელდეს. ასევე დიაკონ  ანანიას და ბერ -დაკონს პეტრე ღუდუშაურს განკვეთავ თუ არ მოინანიებენ.”- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ინფორმაციისათვის, მარტვილში,სალხინოს ტაძარში მეუფე პეტრეს მიმდევარი “ამბოხებული” სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გაგზავნილ მამაოებს  და მრევლს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!