TaoNews.Ge

მესტალიის ახალი გმირი -MARCA

მესტალიის ახალი გმირი -MARCA

მამარდაშვილი მესტალიის ახალი გმირი-ასეთი სათაური აქვს პოპულარული ესპანური Marca-ს საიტზე სტატიას.


 

“გიორგი მამარდაშვილი – საქართველოდან. ჩაიწერეთ მისი სახელი და ისწავლეთ როგორ გამოითქმის მისი გვარი. ბიჭი აქ იმისთვის არის, რომ დარჩეს. მან ისარგებლა სილესენისა და ხაუმეს არყოფნით. ის გიგანტი გახდა. პრესეზონის დროს მან უკვე გამოიჩინა თავი, მაგრამ ლა ლიგაში მესტალიაზე სადებიუტო მატჩში გმირი იყო და 93-ე წუთზე ოვაციები მიიღო წარმოუდგენელი სეივის გამო – სრულიად დამსახურებულადაც. მან რამდენჯერმე გუნდი რთული დარტყმისგან გადაარჩინა, ბოლოს კი შეუძლებელი მოახერხა, როდესაც მიჩელი (ხეტაფეს მწვრთნელი – რედ.) უკვე გოლს აღნიშნავდა. საოცნებო დებიუტის მერე ბალახზე დაეცა, როცა მსაჯმა საფინალო სასტვენი მისცა და თამაშის შემდეგ თანაგუნდელები მასთან ერთად ზეიმობდნენ. ამ თამაშის შემდეგ მხოლოდ ეს ითქვა: მამარდაშვი-ლი!“. წერს ესპანური Marca.

კიდევ ერთი ცნობილი ესპანური გამოცემა AS მიიჩნევს, რომ მამარდაშვილი გმირია. აღნიშნული გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მატჩის მიმოხილვაში ვკითხულობთ: “10 ფეხბურთელით დარჩენის შემდეგ ხეტაფემ ბევრად უკეთ ითამაშა. გათანაბრებაში ხელი მხოლოდ ძელმა და მამარდაშვილმა შეუშალეს, რომელიც ვალენსიას გმირი გახდა. ხეტაფე მეტს იმსახურებდა”.


მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!