TaoNews.Ge

“მერაბიშვილსა და ხაბეიშვილს სურთ, რევოლუცია მოახდინონ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა” – კალაძე

“მერაბიშვილსა და ხაბეიშვილს სურთ, რევოლუცია მოახდინონ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა” – კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ცხადია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა.

„არ მინდა, რაღაც პარტიულ დისკუსიებში შევიდე, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ცხადია, მათ აქვთ დაპირისპირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ვანო მერაბიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურთ. როგორც კალაძემ აღნიშნა, დესტაბილიზაციის შემოტანას ვერავინ შეძლებს.

„მერაბიშვილი და ხაბეიშვილი წარსულში ჩარჩენილები არიან და 2003 წლის იდეოლოგიით, იდეებით აქვთ სურვილი, ქვეყანაში რაღაც შეცვალონ, მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა. შეიძლება, ვიღაცებს ამისი სურვილი აქვთ, რაღაცებს წვალობენ, აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!