TaoNews.Ge

მედიის ინფორმაციით, რედაქტორი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბანერით: “არა ომს, შეაჩერე ომი” გამოჩნდა, დაკავებულია

მედიის ინფორმაციით, რედაქტორი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბანერით: “არა ომს, შეაჩერე ომი” გამოჩნდა, დაკავებულია

რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, ,,პირველი არხის” პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

როგორც მედია OVD-Info-ს უფლებადამცველთა ჯგუფის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ოვსიანიკოვა პროტესტის შემდეგ, მალევე დააკავეს და მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, ოვსიანიკოვას შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს რუსეთში ახლად შემოღებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც რუსი სამხედროების შესახებ ე.წ. ყალბი ამბების გავრცელებას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით, დამნაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა “ვრემიას” დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: “არა ომს, შეაჩერე ომი” შევიდა. მის ბანერზე ასევე ეწერა: „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!