TaoNews.Ge

საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება

მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმის განხილვის  შემდეგ, მოსამართლე ვიტალი პისანეცი გარდაიცვალა

უკრაინაში, პეჩორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვიტალი პისანეცის ცხედარი 11 სექტემბერს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დრომდე გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია.

53 წლის ვიტალი პისანეცმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე განიხილა ქართველი სამართალდაცველების მიერ ძებნილი, პოლიციის ყოფილი

მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე. უკრაინული მედია ქარდავას მიერ ჩადენილ დანაშაულებებზეც წერს.

„თავად ქარდავა საქართველოში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ბრალდებული, მათ შორის მკვლელობა, წამება და პატიმართა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებები, ასევე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფარული მიყურადება და სახელმწიფო სახსრებს გაფლანგვა“ – წერს უკრაინული მედია.

უკრაინული მედიის ცნობითვე, გამოძიება განიხილავს ვერსიას, რომლის თანახმადაც შესაძლოა ქარდავას გარემოცვას უკავშირდებოდეს მოსაართლის მკვლელობა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა, რომელიც მოსამართლის სიკვდილის დროს იმავე ბინაში იმყოფებოდა, წარადგინა მოწმობა, რომელიც ადვოკატთა არც ერთ ბაზაში არ იძებნება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!