TaoNews.Ge

მაშველებმა თოვლიდან ცხედარი ამოიყვანეს- შემთხვევა გუდაურში

მაშველებმა თოვლიდან ცხედარი ამოიყვანეს- შემთხვევა გუდაურში

მაშველებმა თოვლიდან მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. შემთხვევა გუდაურში მოხდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს:

“112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუცუების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.
სამუშაოების შედეგად ნაპოვნია და თოვლიდან ამოყვანილია მოქალაქის ცხედარი.” 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!