TaoNews.Ge

“მარო მაყაშვილის სახელობის პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – გიორგი კეკელიძე

“მარო მაყაშვილის სახელობის პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ აქციაზე, წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა წითელი შარვლით, სალომე კენჭიაშვილი, გურული დღიურების ფონდიდან მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას მიიღებს:

“გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაეკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!