TaoNews.Ge

ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული, წერტილი – მარინა კალიურანდი

ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული, წერტილი – მარინა კალიურანდი

“ვწუხვარ, რომ ევროპული პარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნების დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი”, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამომრჩევლის მიერ მიღებული მანდატით მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა ისარგებლა. ამასთანავე, მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ დათმობა ორივე მხარეს მოუწევს.

„ჩემი მოწოდება ეხება ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, ორივე მხარემ უნდა იპოვოს კომპრომისი. ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი სურვილი, მანდატი მიანდო კონკრეტულ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომ შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და დაიწყონ საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ მუშაობა”. – განაცხადა კალიურანდმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!