TaoNews.Ge

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის შესახებ კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც რეანიმობილშია გადაღებული (ვიდეო)

მარიამ ჯიშკარიანი – ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის – ის უნდა იყოს გათავისუფლებული

„გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. ეს იყო კიდევ ერთი არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ჯაჭვში არის ახალი ეპიზოდი და ის, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გაართულებს შემდგომში მკურნალობა-რეაბილიტაციასაც. ადამიანები, ვინც სავარაუდოდ ჩართული იყვნენ წამებასა თუ არაჰუმანურ მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ვფიქრობ, ეს ადამიანები გამოძიების დასრულებამდე უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრი. დასკვნაში იქნება ასახული ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები – შესაბამისი შედეგები, რაც აისახა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეირო-ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციები, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილითვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავალნისთვის უსაფრთხო და ამის ნიადაგზე, იგი გათავისუფლდა. სწორედ ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს გატარებული აქ. გუშინ ვიხილეთ, რომ გორის ჰოსპიტალშიც განხორციელდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს იყო პროვოკაცია, რომ კონფილქტი გამოეწვიათ მისი მხრიდან“, – აცხადებს ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!