TaoNews.Ge

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული ან კომპრომისთან მიახლოვებული რაიმე წინადადება არ მოგვისმენია

მამუკა მდინარაძე – რას უპასუხებს ლავროვი ,,ალტ-ინფოს” – ამაზე აქვთ აგებული ანტისახელისუფლებო კამპანია ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია გაუფორმეს

ართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებს სოციალურ ქსელში უპასუხა.

„რა კითხვას დასვამს ,,ალტ-ინფო” და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:

რუსეთს – გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!

რუსეთს – ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!

რუსეთს – მიჰყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!

რუსეთს – მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.

რუსეთს – ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!

რუსებს – პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!

რუსეთსაც – გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!

რუსეთთან – არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!

რუსებისგან – იღებენ შემოსავალს – ქირას თუ დაფინანსებას – პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!

ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!

პ. ს. რუსეთისგან – არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!

საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!“, – ვკითხულობთ მდინარაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!