TaoNews.Ge

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული ან კომპრომისთან მიახლოვებული რაიმე წინადადება არ მოგვისმენია

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული ან კომპრომისთან მიახლოვებული რაიმე წინადადება არ მოგვისმენია

ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული კონსტრუქციული, ან პრაგმატული, ან კომპრომისთან მიახლოვებული რაიმე წინადადება არ მოგვისმენია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა ერთი კომპრომისული წინადადება მაინც წარმოადგინონ. მდინარაძის განცხადებით, დღეს ყველა ეს საკითხი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება, სადაც მეგობარი და პარტნირი ქვეყნების რჩევებისა და რეკომენდაციების რეალიზებას შეეცდებიან.

„ცოტა გაიწელა ეს ყველაფერი და იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული კონსტრუქციული, ან პრაგმატული, ან კომპრომისთან მიახლოვებული რაიმე წინადადება არ მოგვისმენია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს გაიმართება „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩვენ ამ საკითხებზე კიდევ ვიმსჯელებთ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოწოდების, თხოვნებისა და რჩევების რეალიზაცია და პოლიტსაბჭოს შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით,“- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!