TaoNews.Ge

“მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია” – ცერცვაძე

“მაისის ბოლოსთვის კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია” – ცერცვაძე

“ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ კომენდანტის საათი არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში.

„როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ კომენდანტის საათი არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და კომენდანტის საათიც მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!