TaoNews.Ge

მიხეილ სააკაშვილი – ალბათ, ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში – მე ჩამოვედი, სადაც შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან მოვეკალი ჩამოსვლისას, როგორც გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას

„მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის, მაგრამ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუფე ნიკოლოზის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება.

მისი თქმით, შეთავაზებისთვის მადლობელია, თუმცა თავს პატიმრად არ თვლის და სურს, რომ გათავისუფლდეს.

„ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე ისაა, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო „განაჩენებზე“.

ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალ-ღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახავად.

მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს. ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!