TaoNews.Ge

მაგიდის ჩოგბურთის მომავალი ვარსკვლავები

მაგიდის ჩოგბურთის მომავალი ვარსკვლავები

მიმდინარე წლის 21 მარტს თბილისში არენა ერთის სპორტულ დარბაზში ჩატარდა თბილისი პირველობა მაგიდის ჩოგბურთში კადეტ და მინი კადეტ ვაჟთა და გოგონათა შორის. აღნიშნული ტურნირი გამოირჩეოდა მონაწილეთა სიმრავლითა და დაძაბული ორთაბრძოლებით. სწორედ ამ დრამატული დაპირისპირებების შედეგად გამოვლინდნენ ძლიერთა შორის უძლიერესები.

გადავწყვიტეთ მათგან გასაუბრება მოკლე ბლიც ინტერვიუს სახით, რაზეც ყოველი მათგანი სიხარულით დაგვთანხმდა.

აკაკი გაბიცინაშვილი, 15 წლის (კადეტი),

მწვრთნელი ამირან ჯინჭარაძე

  1. რატომ აირჩიე მაგიდის ჩოგბურთი?

დანახვისთანავე მომეწონა  სპორტის ეს სახეობა.

  1. რამდენი ხანია ვარჯიშობ?

5 წელიწად ნახევარია, რაც ვვარჯიშობ.

  1. ორი სიტყვით დაახასიათე შენი მწვრთნელი.

შესანიშნავი მოსპარინგე და დამრიგებელია.

  1. როგორია შენი საუკეთესო მიღწევა დღეისათვის?

საქართველოს ჩემპიონი

  1. მალე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, როგორი გეგმები გაქვს ამ ტურნირისათვის?

პირველ ადგილზე გასვლას ვაპირებ

  1. საყვარელი მაგიდის ჩოგბურთელი?

ჩემი საყვარელი ჩოგბურთელია გერმანელი Timmo Ball

 

ანასტასია ჩხარტიშვილი, 12 წლის (კადეტი), მწვრთნელი კოტე ხარატი

 

  1. რატომ აირჩიე მაგიდის ჩოგბურთი?

მამის რჩევით გადავწყვიტე მაგიდის ჩოგბურთის სწავლა

  1. რამდენი ხანია ვარჯიშობ?

ვვარჯიშობ მესამე წელია

  1. ორი სიტყვით დაახასიათე შენი მწვრთნელი.

პროფესიონალი, მეგობრული

  1. როგორია შენი საუკეთესო მიღწევა დღეისათვის?
  • წელს გავხდი თბილისის ჩემპიონი კადეტ გოგონათა შორის

5.მალე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, როგორი გეგმები გაქვს ამ ტურნირისათვის?

ძალიან მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი, ამიტომაც ბევრს ვვარჯიშობ

6.საყვარელი მაგიდის ჩოგბურთელი?

ჩემი საყვარელი ჩოგბურთელია რუმინელი Bernadette Szocs

 

ტატო გაფრინდაშვილი,  11 წლის (მინი კადეტი), მწვრთნელი ნინო ნინოშვილი

 

  1. რატომ აირჩიე მაგიდის ჩოგბურთი?

ჩემი მშობლები თამაშობდნენ მაგიდის ჩოგბურთს, შემდეგ მეც დავინტერესდი.

  1. რამდენი ხანია ვარჯიშობ?

წელიწადი და 6 თვეა რაც ვვარჯიშობ.

  1. 3. ორი სიტყვით დაახასიათე შენი მწვრთნელი.

ჩემი მწვრთნელი მაძლევს ძალიან დიდ მოტივაციას და მაქსიმალურად მეხმარება წარმატების მიღწევაში.

  1. როგორია შენი საუკეთესო მიღწევა დღეისათვის?

თბილისის პირველობის ჩემპიონი

5.მალე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, როგორი გეგმები გაქვს ამ ტურნირისათვის?

საქართველოს ჩემპიონატისათვის ვაპირებ შევიმუშაო ტაქტიკები, დავალაგო თამაში და მაქსიმალურად დავიხარჯები გამარჯვების მისაღწევად.

6.საყვარელი მაგიდის ჩოგბურთელი?

ჩემი საყვარელი ჩოგბურთელია  ჩინელი Ma Long

თეკლა ლიპარტელიანი, 12 წლის (მინი კადეტი), მწვრთნელი ნინო ნინოშვილი

 

  1. რატომ აირჩიე მაგიდის ჩოგბურთი?

პირველად სკოლის დარბაზში ვნახე, როგორ თამაშობდნენ მაგიდის ჩოგბურთს და მომეწონა.

  1. რამდენი ხანია ვარჯიშობ?

მეექვსე წელია რაც ვვარჯიშობ.

  1. ორი სიტყვით დაახასიათე შენი მწვრთნელი.ნინო მასწავლებელი არის ძალიან კეთილი, მეგობრული, მაგრამ ამავე დროს მომთხოვნი.
  2. როგორია შენი საუკეთესო მიღწევა დღეისათვის?

თბილისის ოთხგზის ჩემპიონი და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი

5.მალე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, როგორი გეგმები გაქვს ამ ტურნირისათვის?

ვემზადები საქართველოს პირველობისათვის და გამარჯვებისათვის ვიბრძოლებ

6.საყვარელი მაგიდის ჩოგბურთელი?

ჩემი საყვარელი ჩოგბურთელია ჩინელი Chen Meng

წინ მნიშვნელოვანი ტურნირი საქართველოს პირველობა, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში გაიმართება სპორტულ კომპლექს არენა ერთის დარბაზში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა მაგადის ჩოგბურთელებს და ვუსურვოთ უამრავი წარმატება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!