TaoNews.Ge

ლუჩანო სპალეტი: მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ტექნიკა აქვს

ლუჩანო სპალეტი: მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ტექნიკა აქვს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ (5:1) ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქართველს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის შესაფერისი ტექნიკური უნარები აქვს.

„მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ტექნიკა აქვს. აქვს გოლის განცდის უნარი, შეუძლია ბურთი ყოველთვის მეკარისთვის ურთულეს კუთხეში გაგზავნოს. როდესაც ის თითქოს მარჯვენა ფეხით ურტყამს, ფინტს აკეთებს და მარცხნივ მიდის. ძლიერია ყველა ასპექტში, ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც. შემდეგ, აშკარაა, რომ მსგავსი სტილის ფეხბურთელებს ნაკლებად მოსწონთ ფიზიკური ორთაბრძოლები და დაცვითი ფაზები“, – აღნიშნა სპალეტიმ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!