TaoNews.Ge

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლუკაშენკოზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდა

ლუკაშენკოს თქმით, თუ “დასავლეთი ბელარუსს თავს დაესხმება”, პრეზიდენტად სამუდამოდ დარჩება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ თუ დასავლეთი ბელარუსს თავს დაესხმება, ის სამუდამოდ დარჩება ქვეყნის მმართველად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ბელარუსი-რუსეთის სამხედრო წვრთნების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

როგორც ლუკაშენკო ამბობს, მას არასდროს უთქვამს თუ როდის აპირებდა პოსტის დატოვებას.

“მე ვამბობდი, თუ რა პირობებში [წავიდოდი]. თუ კოლექტიური დასავლეთი, პირველ რიგში ამერიკელები, ბელარუსს სამიზნიდან ჩამოხსნიან და რაღაც მეთოდებით გადატრიალებებს არ მოაწყობენ, როგორც იყო 2020 წელს, ყველაფერი იქნება კანონიერად, ფრთხილად და იქნება უფრო ადრე, ვიდრე თქვენ ან მათ უნდათ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ცესკომ ბელარუსის პრეზიდენტად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა. არჩევნებს მოსახლეობის მხრიდან მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა სამხედროებისა და სამართალდამცავების ძალით ჩაახშო. დააკავეს აქტივისტები, ოპოზიციონერები და საპროტესტო მოძრაობის ლიდერები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ბელარუსიდან გაიქცნენ. დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ მმართველად არ აღიარებს, ზოგიერთმა ქვეყანამ კი მას და მის გარემოცვას სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!