TaoNews.Ge

ლობჟანიძემ ანკარაგიუჯუს მოაგებინა

ლობჟანიძემ ანკარაგიუჯუს მოაგებინა

თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „ანკარაგიუჯუმ“ „კარაგუმრუკი“ 1:0 დაამარცხა.  გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე ალფერ პოტუკმა ახლო მანძილიდან გაიტანა და ეს ლობჟანიძის დამსახურებაა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავად ითამაშა და თანაგუნდელს ისეთი პასი გაუკეთა, მას მხოლოდ გატანა მართებდა.

„ანკარაგიუჯუმ“  ზედიზედ მეორედ მოიგო, 26 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!