TaoNews.Ge

ლიეტუველმა დეპუტატმა, პავილიონისმა 50 წლის იუბილე თბილისში, გივი თარგამაძის სახლში აღნიშნა

ლიეტუველმა დეპუტატმა, პავილიონისმა 50 წლის იუბილე თბილისში, გივი თარგამაძის სახლში აღნიშნა

ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა 50 წლის იუბილე გივი თარგამაძის სახლში აღნიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გივი თარგამაძე წერს და იქვე აქვეყნებს ლიეტუველ სტუმართან ერთად გადაღებულ ფოტოს:

“ძვირფასი სტუმარი მეწვია სახლში – ნაღდი მეგობარი, ღირსეული პიროვნება, თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცი – ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგის პავილიონისი. მეგობრობის და ბრძოლის ბევრი წელი გვაკავშირებს და მისი გვერდში დგომა ყოველთვის საიმედოა. 50 წლის შესრულდა და გადაწყვიტა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოში აღენიშნა, მორიგი წვლილი შეეტანა ჩვენს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, საყვარელი ადგილები და ადამიანები მოენახულებინა. მისი დაბადების დღე 22 ივლისსაა, ჩემი – 23. ამიტომაც, ერთად აღვნიშნეთ. მშვენიერი საღამო იყო. დროებით დაგვტოვა, მაგრამ, ამ დროსაც საქართველოს დახმარებისთვის გამოიყენებს. ჟიგისის და სხვა მეგობრების გვერდში დგომით, ხალხის ძალისხმევით, საქართველო გაიმარჯვებს“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!