TaoNews.Ge

“საქართველოს პატრიარქი არის – საქართველოს სირცხვილი”-ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი: „მიშამ ბოდიში მომიხადა და ახლა მე ვუხდი ბოდიშს

ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემაში „შენი შუადღე“ ამჟამად პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბოდიში მოუხადა.

„მე ამ ეთერში ვთქვი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. ეს არ არის სწორი. მე მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე აგენტურასთან დაკავშირებით ბოდიში მომიხადა ღიად და საჯაროდ. ბოდიშს ვუხდი მას, როგორც მან მომიხადა ბოდიში. ძალიან გამიხარდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ყოველთვის არის პრეზიდენტი, ბოდიში მომიხადა. ადამიანი როცა მივა აქამდე, რომ ეს შეუძლია, ეს უკვე დიდი რამაა.

მე ვუხდი ახლა ბოდიშს, რომ აქვს ხალხო დამთავრებული, თან წარმატებით. ტყუილად არ კიდია მისი პორტრეტი კოლუმბიის უნივერსიტეტში. კოლუმბიის უნივერსიტეტში და მთელ მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილს პატივს სცემენ.

ერთადერთი ადგილი, სადაც მას პატივს არ სცემენ, ესაა საქართველოს ხელისუფლება და ის ადამიანები, რომლებსაც შურისძიებით ტვინგადაბრუნებულებს ერთი სული აქვთ, რომ რაღაცა უბედურება მოუწყონ.

ის, რასაც უკეთებენ სააკაშვილს, ახლა გადმოვიდა საზოგადოების წევრებზე. ყველას ვერ აპატიმრებენ, მაგრამ ცდილობენ, რომ ყველა წაახდინონ, რაღაცა ჩრდილი მიაყენონ და რეპრესიები დაიწყონ. მართალი გითხრათ, საქართველოში ამის პოტენციალი არ არის, ეს ხომ პირველად არ ხდება.

როგორც კი ასეთი რამ იწყება, იმ წუთას მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. და სამოქალაქო დაპირისპირებას მე არავის არ ვურჩევ, მით უმეტეს არ ვურჩევ იმ ხელისუფლებას, რომელსაც ძველებურად გაქცევა არ უშველის. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, მტერმა გააჩაღა აქ უბედურება, მტერმა. იმიტომ, რომ ცუდად დამთავრდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!