TaoNews.Ge

ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა – ქართველი სპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში  მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის  ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!