TaoNews.Ge

ლატვიამ AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა

ლატვიამ AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მსოფლიოში  AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანთა ნაწილს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუვლინდათ. თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული არაა არსებობს თუ არა რეალურად ვაქცინასა და გვერდით ეფექტებს შორის კავშირი.

ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ნებადართული  2 კვირის განმავლობაში არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!