TaoNews.Ge

7-8 მარტის აქციებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი,  ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

ლაზარეს თავისუფლებისთვის – 1 აპრილს ევროპული საქართველო კანცელარიასთან აქციას გამართავს

ხვალ, პირველ აპრილს ევროპული საქართველო დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავს. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 20:00-ზე დაიწყება.

“ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ შეარჩია იმ ნიშნით, რომ მისი სტილის გამო, მისი დემონიზება იოლი იქნებოდა.

ლაზარეს დაკავება მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს.

მარტის აქციების დროს ქართველმა ხალხმა წარმატებას მიაღწია და ხელისუფლებას, ამ ეტაპზე მაინც, ხელი ააღებინა უცხო გავლენის შესახებ რუსული კანონის მიღებისგან, არ შეიძლება, ამ უკანდახევით გამოწვეული ბრაზი ლაზარეზე გადავატეხინოთ.

ყველამ უნდა გადავარჩინოთ ის, ვისაც რუსეთის გამო მსხვერპლად სწირავენ!

მისი დაჩაგვრა არ უნდა დავუშვათ” – წერს ევროპული საქართველო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!