TaoNews.Ge

კულტურის სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე მედიის ნაწილი არ შეუშვეს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინსტროში დაგეგმილ ბრიფინგზე, რომელიც დღეს, 24 მარტს, 11:30 წუთზე უნდა გამართულიყო, მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ შორის, ნეტგაზეთის ჟურნალისტი, არ შეუშვეს.

ბრიფინგზე, სადაც უწყების ახალ მინისტრს, თეა წულუკიანს მოადგილეები უნდა წარედგინა, არ შეუშვეს არც რადიო “თავისუფლების” ოპერატორი.

როგორც სამინისტროს დაცვამ ნეტგაზეთს უთხრა, “ღონისძიებაზე” მედიის წარმომადგენლების შეშვება დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეწყდა და ღონისძიების კარი დაიხურა.

ამასთან, ახლადშექმნილ უწყებაში ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ კურირებს პრესსასთან სამსახურს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!