TaoNews.Ge

კუდის მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე საქართველოში ჩამოყავთ

კუდის მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე საქართველოში ჩამოყავთ

ბულგარეთში მყოფი, ძებნილი სოსო თოფურიძე ლტოლვილის სტატუსს და საქართველოში ექსტრადიციას ერთნაირად ელოდებაამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბულგარული ბიურო ავრცელებს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი 2012 წლიდან მიმალვაშია. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.

თავდაპირველად სოსო თოფურიძე რამდენიმე წელი თურქეთს აფარებდა თავს, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა. 2019 წელს თხოვნით მიმართა ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს, მისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ სააგენტოდან უარი მიიღო, მიზეზად დასახელდა ის, რომ არ არსებობდა რამე მტკიცებულება, რომ მას მართლაც სდევნიდნენ.

თოფურიძემ სოფიის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც იგივე დასკვნა გამოიტანა. სანამ საკითხი კიდევ ერთ ინსტანციაში განიხილებოდა, თოფურიძე საქართველოს მოთხოვნით დააკავეს. ის გაათავისუფლეს სამი დღის შემდეგ 1000 ლევის (2026 ლარი) სანაცვლოდ. ამჯერად სოსო თოფურიძე ერთი მხრივ, ლტოლვილის სტატუსის მოლოდინშია, მეორე მხრივ კი იმის, რომ საქართველო მის ექსტრადიციას მოითხოვს.

ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ისაა, რომ იმ ინსტიტუციის შენობაში დამაკავეს, რომელსაც შველას ვთხოვდი“, – განაცხადა სოსო თოფურიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, – განა ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა არ არის? თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ასე ვაფასებ?“

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიება ძებნილი სოსო თოფურიძის ექსტრადირებისთვის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!