TaoNews.Ge

კრისტიან ერიკსენი გადარჩა | მისი მდგომარეობა სტაბილურია

კრისტიან ერიკსენი გადარჩა | მისი მდგომარეობა სტაბილურია

დანიის ნაკრების ლიდერი კრისტიან ერიკსენი ცოცხალია – უეფას ინფორმაციით, ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე, მატჩისას, რომელშიც დანიისა და ფინეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, კრისტიან ერიკსენი თამაშის დროს დაეცა და სავარაუდოდ, გული შეტევა დაემართა.

მას პირველადი დახმარება მოედანზევე გაუწიეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უბედური შემთხვევის შედეგად მატჩი ჩაიშალა. ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება შეხვედრა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!