TaoNews.Ge

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით – ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

ინ­დო­ე­ლი ექი­მე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნონ ძრო­ხის გა­ნა­ვა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ, ან ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, რად­გა­ნაც არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და, რომ ფე­კა­ლი­ე­ბი ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ას უწყობს ხელს.

მეც­ნი­ე­რებ­მა მი­მარ­თვა მას შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლეს, რაც ინ­დო­ეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, სულ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­ი­წყო ძრო­ხის ფე­კა­ლი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა – ისი­ნი გა­ნა­ვალს სხე­ულ­ზე ის­ვა­მენ.

ეს პრაქ­ტი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცელ­და და­სავ­ლეთ ინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში, სა­დაც ზო­გი­ერ­თი მორ­წუ­ნე და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რას ატა­რებს ძრო­ხე­ბის სად­გომ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი ძრო­ხის ფე­კა­ლი­ებს სხე­ულ­ზე ის­ვა­მენ. სჯე­რათ, რომ ყო­ვე­ლი­ვე იმუ­ნურ სის­ტე­მას აუმ­ჯო­ბე­სებს და თუ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, და­ა­ვა­დე­ბას მარ­ტი­ვად და­ა­მარ­ცხე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ინ­დუ­იზ­მი ძრო­ხას წმინ­და ცხო­ვე­ლად მი­იჩ­ნევს და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მორ­წმუ­ნე­ე­ბი ძრო­ხის ფე­კა­ლი­ებს სახ­ლის გა­საწ­მენ­დად და ლოც­ვის რი­ტუ­ა­ლის­თვის იყე­ნებ­დნენ. თვლიდ­ნენ, რომ მას აქვს სამ­კურ­ნა­ლო და ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!