TaoNews.Ge

კორონავირუსით ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ​ კორონავირუსით ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი გარდაიცვალა.

ეპისკოპოსი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

“გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).

მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!