TaoNews.Ge

კომერციული გაზი 24 თეთრით გაძვირდა

“თბილისი ენერჯის” კომერციულმა აბონენტებმა 24 თეთრით გაძვირებული ტარიფით დაანგარიშებული თებერვლის თვის მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადი უკვე მიიღეს. როგორც ცნობილია, კომპანია ტარიფის ზრდას იანვრიდან გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ “თიბილისი ენერჯიმ” ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი მისცა კომერციულ სექტორს. შესაბამისად ახალი ტარიფი ძალაში თებერვლიდან შევიდა.
ის, რომ “თბილისი ენერჯი” ბუნებრივი აირის ტარიფს 24 თეთრით ზრდიდა, ამის შესახებ კომპანიამ კანონის შესაბამისად მომხმარებლები ჯერ კიდევ დეკემბერში გააფრთხილა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტარიფი არსაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საცხობებისა, ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაძვირდებოდა და 1,10 ლარს მიაღწევდა.

თავის მხრივ, ტარიფის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად “თბილისი ენერჯი” ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებდა. კომპანიის მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელი იყო, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

როგორც გვახსოვს, “თბილისი ენერჯის” მხრიდან ტარიფის ზრდის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ “თბილისი ენერჯის” კომერციულ აბონენტებს ტარიფი აღარ გაეზრდებოდა, რაც შემდგომ უარყვეს თავად კომპანიაში და თქვეს, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავდნენ.

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო კი, ძალიან ბევრ კომპანიას დღემდე არ სჯეროდა, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაეზარდა

წყარო Business Media Georgia

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!