TaoNews.Ge

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა

კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა.მოთხოვნით: “კომენდანტი=ავტორიტარიზმს”, “გაუქმდეს კომენდანტის საათი”, “თავისუფლება შერჩევითი არ არის”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გამჭვირვალე უნდა იყოს.

“ვითხოვთ საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალე სხდომებს. უსამართლობის განცდა გვაქვს, როდესაც ფანჯრიდან ვიხედებით, ვხედავთ როგორ დადიან სხვები მანქანებით, ჩვენ ვსხედვართ სახლში”,- აცხადებს აქციის მონაწილე.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ „კომენდანტის საათი“ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ – თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „კომენდანტის საათის“ პირობებში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!