TaoNews.Ge

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 21 მარტს გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელია. აღნიშნული სტატუსით კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.

ფეხბურთი, სწორედ, იმითაა უნიკალური, რომ ამ თამაშს დედამიწის ყველა წერტილში თამაშობენ – განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა.

ქართულ ბაზარზე ამ მსოფლიო ბრენდის ოპერირების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი მასშტაბისა და სიდიდის ურთიერთთანამშრომლობის დაფიქსირება მეორედ ხდება სფფ-ისა და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულება ფინანსურად უპრეცედენტოა.

თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება გალა ვახშმის ფორმატში თბილისში 21 მარტს გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!