TaoNews.Ge

კვარაცხელიამ რუსეთში კვლავ გაიბრწყინა

კვარაცხელიამ რუსეთში კვლავ გაიბრწყინა

ვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მეოცე ტურში მოსკოვის „სპარტაკთან“ (2:0) შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ორივე გოლი მისი დამსახურებაა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელეს, არა მაგალითად, დუბლის ავტორი ჯორჯ დესპოტოვიჩი.

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თამაშის შემდეგ ხვიჩას გარჯას მოკლე, თუმცა ძალზე მკაფიო შეფასება მისცა:

„ხვიჩა, დესპოტოვიჩი, მაკაროვი – მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ხვიჩა, როგორც ჩანს, სხვა ლიგიდანაა“, – თქვა საიმანოვმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!