TaoNews.Ge

“მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რათა გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს”- კელი დეგნანი

კელი დეგნანი – დავინახე, რომ გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობაზეა დამოკიდებული – არჩეულმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ დროის ხარჯვა დაპირისპირებაში და მეტი დრო დახარჯონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

რაც მე დავინახე ამ ქვეყანაში არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩვენ ეს, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დავინახეთ, როდესაც, საქართველოს 100 ათასამდე მოქალაქე ქუჩაში საკუთარი გადაწყვეტილებისა და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, საკუთარი არჩევანის მშვიდობიანად გამოსახატად გამოვიდა,- ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა კითხვას იმასთან დაკავშირებით, სად ხედავს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს, ხედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას.

როგორც ელჩმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიმღებნი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ევროპული პერსპექტივის დასაცავად მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვიდნენ.

„პრეზიდენტის ინტერვიუ არ მინახავს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რაც მე დავინახე ამ ქვეყანაში არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ჩვენ ეს, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დავინახეთ, როდესაც საქართველოს 100 ათასამდე მოქალაქე ქუჩაში საკუთარი გადაწყვეტილებისა და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანის მშვიდობიანად გამოსახატად გამოვიდა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი არ არსებობს. მოსახლეობა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და საქართველოს მასშტაბით სხვა ქალაქებში გამოვიდა მშვიდობიანად იმის სათქმელად, რომ მათ სურდათ ევროპული მომავალი. ვფიქრობ, ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე”, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, კითხვაზე აქვს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არაფორმალური მმართველობის პირობებში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სტატუსი დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა.

„საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა საქართველო რეფორმებს, რომელიც ევროკავშირმა დასახა, როგორც გზამკვლევი საქართველოს ევროპისკენ სავალ გზაზე. ეს დამოკიდებულია ყველაზე, დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა დაინტერესებულ მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია წვლილის შეტანა საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ეს არ არის ახალი რეფორმები, ეს ის არის, რაზეც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობდა და ზოგიერთ შემთხვევაში ნამდვილად კარგ პროგრესსაც მიაღწია. მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ მეტია გასაკეთებელი. ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ განსახორციელებელი პროექტია, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის განსახორციელებელია, ყველა არჩეული ლიდერის, ვინც უნდა გაერთიანდეს და ინკლუზიურად იმუშაოს და შეწყვიტოს ამდენი დროის ხარჯვა ერთმანეთთან დაპირისპირებაში და მეტი დრო უნდა დახარჯონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმგვარად, რომ ამან ნამდვილად გააუმჯობესოს დემოკრატია საქართველოში. სწორედ ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დაინახონ არის თუ არა საქართველო ერთგული დემოკრატიის მიმართ, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, რომ ასევე ერთგულია საქართველოს მოსახლეობა. ეს არის რისი დანახვაც მათ სურთ. და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მათ მოუსმენს, მოუსმენს საკუთარ ხალხს და გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამის საშუალება არ აქვს.

როგორც პრეზიდენტმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!