TaoNews.Ge

“კახელებს რაღა დაგემართათ, ერეკლე მეფე იყო პირველი, ვინც თავისი შვილი ააცრევინა”

“კახელებს რაღა დაგემართათ, ერეკლე მეფე იყო პირველი, ვინც თავისი შვილი ააცრევინა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა კახეთში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთების მსურველთა ნაკლებობის გამო. 

“ცოტა გაოცებული ვარ ვაქცინის რეგიონალურ ხარჯებით. გაკვირვებული ვარ, ამ ჩემს კახელებს რაღა დაგემართათ, თქვენზე ბრძენი, თქვენზე ჭკვიანი ხალხი აბა ვინღა არსებობს. ის მაინც ხომ იცით, რომ საქართველოში ვაქცინა პირველად კახელებმა შემოიტანეს, ერეკლე მეფე იყო, ვინც პირველად თავისი შვილი ააცრევინა ყვავილზე და თქვენ რა მოგივიდათ, ასე როგორ შეიძლება, რომ ყველაზე ცოტა აცრილი კახეთში გვყავდეს,“- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!