TaoNews.Ge

კახეთში მშობლები დაჩოქილ მოზარდებს ბოდიშის მოხდას აიძულებენ (ვიდეო)

კახეთში მშობლები დაჩოქილ მოზარდებს ბოდიშის მოხდას აიძულებენ (ვიდეო)

კახეთში ბავშვებზე ძალადობის ფაქტი მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აიძულებენ მშობლები მოზარდებს ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდას.

საქმე უკავშირდება არასრულწლოვნებს შორის მომხდარ კონფლიქტს, რისი მოგვარებაც და შერიგებაც მშობლებმა სცადეს. მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მისი შესწავლა უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ფაქტს გამოეხმაურნენ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” კახეთის ოფისშიც:

“ეს ბულინგია და ძალიან მძიმე ფაქტია ბავშვების მხრიდან ჩადენილი, თუმცა იგივე მეთოდი რომელსაც იყენებს სრულწლოვანი ადამიანი და ამას ესწრება დედაც, არ მგონია რომ მთლად გამართლებული იყოს. ალბათ უკეთესი იქნება თუკი სკოლა შეძლებს, რომ ჩაატაროს ისეთი ღონისძიებები და აქტივობები ამ ბავშვებთან, რომ თუ დავუშვათ და სუსტია, რომელიმე თანატოლი, მათ მიმართ თანაგრძნობის და დახმარების სურვილი გაუჩინონ და არა დაჩაგვრის,” – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი ლია ხუროშვილი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!