TaoNews.Ge

„PSP“-ის გენერალური დირექტორი კახა ოქრიაშვილი ამბობს რომ მას ხალხი ფეხებზე კიდია (ვიდეო)

კახა ოქრიაშვილი – არის თუ არა ბატონი ივანიშვილი რუსეთის ჯაშუში, დეკემბერში მეცოდინება

პარტია “პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი   განცხადებას ავრცელებს.

“რას ნიშნავს ოლიგარქია, რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი. ოლიგარქია არის მოცემულობა, როცა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსურ-ეკონომიკური, სახელისუფლო და მედია რესურსი კონცენტრირებულია ერთი ან რამდენიმე პიროვნების ხელში.

1. როდესაც ეს რესურსი კონცენტრირება არა რამდენიმე, არამედ ერთი პიროვნების ხელში, ეს არის მონო-ოლიგარქია და ამის კლასიკური მაგალითია შუა საუკუნეების მონარქია. დიახ, ეს არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ის არის არა უბრალოდ ოლიგარქი, არამედ ერთადერთი ოლიგარქი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონი ივანიშვილი მონარქია.

2. არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი  მეცენატი – დიახ, არის ქვემოქმედი და მეცენატი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს, როგორც ერთადერთმა ოლიგარქმა, მიიტაცოს ქვეყანა. დიახ, ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაც ნიშნავს ივანიშვილის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან და მედიარესურსებზე გავლენებისგან. ის დარჩება მსხვილ ბიზნესმენად და მეცენატად, რაც სავსებით მისაღებია.

3. არის თუ არა ბატონი ივანიშვილი რუსეთის გავლენის ქვეშ – დიახ, არის. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო.

4. არის თუ არა ბატონი ივანიშვილი რუსეთის ჯაშუში – ჯერ არ ვიცი, დეკემბერში მეცოდინება.

ყველაფერს ბატონ ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ. ჩვენ, ქართველმა ხალხმა მივეცით უფლება, მიეტაცებინა ქვეყანა. ჩვენი ბრალია, რომ ოლიგარქი თავზე დავისვით.

ზემოაღნიშნული საკმარისია იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრას ივანიშვილის შპს – „ქართული ოცნებას“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!