TaoNews.Ge

კახა კახიშვილი – როდესაც ამბობ, არაფერს დავთმობო, ამას მოლაპარაკება არ ჰქვია

,,ქართული ოცნების” დეპუტატმა  კახა კახიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.

“მე ვფიქრობ, რომ ყველა გზა უნდა გამოინახოს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ყველანი ვფიქრობთ ამ ქვეყნის განვითარებაზე და უნდა გამოინახოს აუცილებლად კომპრომისები. კომპრომისები და მოლაპარაკებები რას ნიშნავს? მოლაპარაკებები ნიშნავს იმას, რომ რაღაც შენ უნდა დათმო აუცილებლად, რაღაც უნდა დათმოს შენმა ოპონენტმა, სხვა შემთხვევაში ამას უკვე მოლაპარაკება არ ჰქვია. როდესაც შენ იძახი არაფერს არ დავთმობ, ამას მოლაპარაკება არ ჰქვია, ამას ჰქვია ულტიმატუმებით საუბარი. ამიტომ ევროკავშირის ფუნქციაც და როლიც იმაშია დღეს, რომ აუცილებელია მოხდეს ყველანაირი პოლიტიკური პროცესის გადატანა პარლამენტში არა იმიტომ, რომ ეს აწყობს ევროკავშირს, არა იმიტომ, რომ ეს აწყობს “ქართულ ოცნებას”, არამედ ეს ქვეყანას სჭირდება.

ხომ ვხედავთ, როგორი ვითარებაა ჩვენს რეგიონში, როგორ მომენტალურად იცვლება გეოპოლიტიკური პროცესები ჩვენს ირგვლივ, ბუნებრივია, რომ ჩვენი არაგულშემატკივრების გეგმაში ჩვენ ვზივართ, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური წერტილი, ამიტომ საკუთარ ეგოებს და საკუთარ ამბიციებს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. ვსაუბრობ სრული პასუხისმგებლობით, რომ ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს პარლამენტში, თუნდაც ცხარე იყოს დებატები და უფრო რთული პლენარული სხდომები იქნება, უფრო რთული საკომიტეტო მოსმენები იქნება, უფრო მეტი რეაქცია და ცეცხლი იქნება, მაგრამ ჯობია პარლამენტში მოგვარდეს ეს საკითხები ვიდრე ქუჩაში, სადაც შესაძლებელია, რომ ერთმა წკიპმა გახადოს უმართავი პროცესები”, – განაცხადა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!