TaoNews.Ge

კახა კალაძე – ზონალურ – საათობრივი პარკირება მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში მაქსიმალურად იქნება დანერგილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  მომდევნო თვეების განმავლობაში ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას თბილისის ყველა რაიონში აანონსებს.

„ზონალურ საათობრივი პარკირება სიახლეა. სამწუხაროდ, ყველა ქუჩაზე და ყველა უბანში არ ვართ შესულები. რამდენიმე კონკრეტულ არეალშია განხორციელებული საპილოტედ. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს წარმატებული პროექტია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება მაქსიმალურად დანერგილი.

რადიკალურად განსხვავებულ შეთავაზებას გავუკეთებთ [მოსახლეობას]. ეს იქნება განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა, რომლითაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი გადაწყვეტილებით ისარგებლონ“, – განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!