TaoNews.Ge

კაკული გურიელაშვილი – “მერაბ სეფაშვილი 5 წუთში ერთხელ მირეკავს… 50 წელია, ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი არაფერი მახსოვს”

კაკული გურიელაშვილი – “მერაბ სეფაშვილი 5 წუთში ერთხელ მირეკავს… 50 წელია, ისრაელში ვცხოვრობ და ასეთი არაფერი მახსოვს”

ისრაელში მიმდინარე ამბების შესახებ ტვ პირველი კაკული გურიელაშვილს ესაუბრა.

– 50 წელია, ისრაელში ვცხოვრობ, არასდროს არ ყოფილა ასეთი დაძაბულობა, ფაქტობრივად, ომია. არაბებმა, რომლებიც ისრაელის მაცხოვრებლები არიან და ისრაელის პასპორტებს ატარებენ, დაწვა სალოცავები. ჩვენ გვინდა, რომ მათთან მშვიდობიანად ვიცხოვროთ, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მშვიდობიანად დამთავრდეს, რადგან როცა რელიგიას და სალოცავს ეხება, ეგეთი რამე არ შეიძლება.

აშკელონში ქუჩაში დაძაბულობა ნაკლებია, რადგან აშკელონში არაბები არ ცხოვრობენ, მაგრამ ლოდში, თელ ავივში და სხვა ქალაქებში, სადაც არაბები მრავლად ცხოვრობემ, ჯამში მილიონნახევარი, ეგენი გამოდიან და პალესტინას უჭერენ მხარს.

მე მაინც ჩვენი ქვეყნის იმედი მაქვს, მიჩვეულები ვართ, რომ ერთიმეორის გვერდში დავდგეთ და ესეც გადავლახოთ. ამაში ღმერთის დახმარება დაგვჭირდება და, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაგვეხმარება.

ამას გადავლახავთ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ბევრი ადამიანი, ბავშვი ზიანდება.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გაზიარებისთვის. იცით ჩემი და მერაბ სეფაშვილის დამოკიდებულება, ჩამოკიდებულები ვართ ტელეფონზე და ყოველ 5 წუთში იგებს ჩვენს ამბებს.

მინდა მადლობა გითხრათ ყველა ქართველს. ყველა ის ქართველი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, როგორც ჩვენ, ებრაელები, ვართ დაცულები, ისე არიან ისინი დაცულები. და თუ ყველა რჩევას შეასრულებენ, რასაც მთავრობა ამბობს, არაფერი დაუზიანდებათ, – განაცხადა კაკული გურიელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!