TaoNews.Ge

,,გვიყვარხარ პატრიარქო”- ბავშვები ილია მეორეს (ვიდეო)

იწყება ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის სამოცდამეექვსე ეტაპი

იწყება ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის სამოცდამეექვსე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში. რეგისტრაციის მსურველები დაგვიკავშირდით 5 სექტემბრიდან. თან უნდა იქონიოთ:

– მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

– მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

– შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

– მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე, დაბეჭდილი CD დისკით;

– ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე, დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონებია: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571”. – ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!