TaoNews.Ge

“იძულებული გავხდებით, ყურის აწევის ფორმას მივმართოთ” ლადო კახაძე

“იძულებული გავხდებით, ყურის აწევის ფორმას მივმართოთ” ლადო კახაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციისათვის პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, შემცირდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, რაც საგანგაშოა, რადგან ეს ადამიანების ვირუსით ინფიცირების რისკს ზრდის.

მისივე თქმით, “რაღაცა გაჭირვება თუ იქნა, იძულებული გახდებიან, რომ ყურის აწევის ფორმას მიმართონ”.

ნიღაბი არ მოიცილოთ ცხვირ-ხახის ტერიტორიიდან… პირბადის ტარების მაჩვენებელი 42%-ზე ჩამოსულა. როგორ ვამაყობდი, რომ 70%-ია და 90%-ზე თუ ავალთ, ძალიან დიდი შვება იქნება-მეთქი და 43%-ზე ჩამოვსულვართ ბოლო ინფორმაციით. ეს ძალიან საწყენია… არ შეგვშვენის ეს ამ ქვეყნის შვილებს – საქმის გაიოლება. როცა გადავხტებით, ჰოპ მერე ვთქვათ.  ჩვენ საჯარიმო სანქციებიც გვაქვს, ამ მიმართულებით არ გამიმახვილებია ყურადღება ახლა, მაგრამ რაღაცა გაჭირვება თუ იქნა, იძულებული გავხდებით, რომ ყურის აწევის ფორმას მივმართოთ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!