TaoNews.Ge

ისტორიაში პირველად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა!

ისტორიაში პირველად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა!

ილიას ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში შინ ისლანდიასთან 77:80 წააგო, მაგრამ 3 ქულით მარცხი ხელს აძლევდა, შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე ქართველი კალათბურთელები გავიდნენ.

მთელი თამაში დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. პირველი პერიოდის ბოლოს ილიას ზუროსის გუნდს 7-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ისლანდიელებმა ეს ჩამორჩენა აღმოფხვრეს და პირველი პერიოდი 19:19 დასრულდა. პარკეტზე სიტუაცია არც მეორე მეოთხედში – წინ გასვლას ვერცერთი გუნდი მნიშვნელოვანი უპირატესობით ვერ ახერხებდა, მაგრამ ტაიმი ისლანდიამ მაინც მოიგო ერთი ქულის სხვაობით (43:42).

თამაშის სცენარი და ინერცია ვერც დიდმა შესვენებამ შეცვალა. ისევ ისლანდია ოდნავ უკეთესი იყო, შედეგად, მათ მესამე პერიოდიც მოიგეს (19:18) და გადამწყვეტი პერიოდის წინ 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ყველაფერი ბოლო ათწუთეულმა გადაწყვიტა, რომლის უმეტესი ნაწილი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა. თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე საქართველო 4 ქულით აგებდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენას ნიშნავდა. სწორედ ამ დროს, თორნიკე შენგელიამ 2 ჯარიმით შეამცირა სხვაობა, საპასუხო შეტევა მასპინძლებამ მოიგერიეს, რასაც თად მაკფადენის 3-ქულიანი მოჰყვა და 45 წამით ადრე საქართველო 76:75 დაწინაურდა. ისლანდიამ წუთშესვენება აიღო, რაც მათთვის შედეგიანი გამოდგა, რადგან ჯერ ორქულიანი ჩააგდეს, მერე პლუს ერთი ჯარიმაც დაამატეს და 36 წამით ადრე ისლანდია 78:76 დაწინაურდა. დარჩენილი დრო უბრალოდ კულმინაცია იყო! საქართველო თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე 77:80-ს აგებდა და ეს ანგარიში აწყობდა, როცა თორნიკე შენგელიამ ორი ჯარიმა ააცილა და ისლანდია შეტევაში წამოვიდა, მაგრამ მათ სამქულიანი ვერ ჩააგდეს და საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა!

საქართველომ და ისლანდიამ ასპარეზობა 5-5 მოგებით დაასრულეს. საქართველომ ისლანდიაში 3 ქულით მოიგო, ისლანდიამ საქართველოში 3 ქულით, მაგრამ ვინაიდან ზუროსის გუნდმა გასვლაზე 88:85 იმარჯვა, ხოლო შინ უფრო ნაკლები ანგარიშით წააგო (77:80), მეტოქეს აჯობა.

საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინმა ულიდერა 23 ქულით, რომელსაც 6 მოხსნა და 3 პასიც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ გიორგის ყველა სროლა ზუსტი იყო. 20 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელია, ასევე დააგროვა 6 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება, თად მაკფადენმა კი 17 ქულა მიითვალა.

მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

საქართველო – ისლანდია 77:80 (19:19, 23:24, 18:19, 17:18)

მსოფლიო სპორტი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!