TaoNews.Ge

ისრაელში ზედიზედ მეოთხე დღეა კორონავირუსის 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

ისრაელში ზედიზედ მეოთხე დღეა კორონავირუსის 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 3 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის 891 811 დადასტურდა, ხოლო 6 509 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში დაახლოებით 5.8 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, დაახლოებით 5.4 მილიონი ადამიანი სრულად აცრილია, ხოლო 350 ათასმა ადამიანმა ვაქცინის მესამე დოზა მიიღო.

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 8 აგვისტოდან ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!