TaoNews.Ge

ისრაელში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

ისრაელში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა – დამრღვევები 500 შეკელს გადაიხდიან

ისრაელში დღეიდან, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ძალაში შევიდა დამატებითი შეზღუდვები, რომელთა თანახმადაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა 100-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის ადგილებზე, მათ შორის ღია სივრცეში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის სამთავრობო კომისიამ დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 აგვისტოდან დაწესებულებებში და ღონისძიებებზე, იმის მიუხედავად, რამდენი ადამიანი შეიკრიბება, შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ვაქცინირებულებსა და კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით, გამკაცრდება კონტროლი მათზე, ვინც კარანტინის წესებს დაარღვევს, ასევე პირბადის ტარების მოთხოვნას არ დაემორჩილება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, დამრღვევს 500 შეკელის გადახდა მოუწევს.

დღეიდან კი, სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა 50% დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

ცნობილია, რომ 1-ელი ივნისიდან ისრაელში ყველა საკარანტინე შეზღუდვა მოიხსნა, გარდა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 63%, ხოლო ორივე დოზით – 57%.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!