TaoNews.Ge

ისრაელმა ღაზას საზღვართან სახმელეთო ძალები განათავსა

სააგენტო  Reuters იუწყება, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის საზღვართან შეიარაღებული ძალები განათავსა, რასაც დამკვირვებლები სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირებენ. ასეთი ოპერაციის ჩატარება სულ უფრო რეალური ხდება, ვინაიდან პალესტინელები ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას განაგრძობენ.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, როგორც მინიმუმ ერთი რაკეტა თელ-ავივში შენობას მოხვდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. სარაკეტო ცეცხლი ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქების მიმართულებითაც გაიხსნა.

ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-ს გადასცდა. ისრაელის მხრიდან დაღუპულია 7 ადამიანი.

სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ სიტუაცია ძალზე წააგავს 2009 წლის და 2014 წლის მოვლენებს, როდესაც ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია განახორციელა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!