TaoNews.Ge

ისრაელი ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების დადებას კიდევ ოთხ სახელმწიფოსთან გეგმავს-ბენიამინ ნეთანიაჰუმი

ისრაელი ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების დადებას კიდევ ოთხ სახელმწიფოსთან გეგმავს-ბენიამინ ნეთანიაჰუმი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების დადებას კიდევ ოთხ სახელმწიფოსთან გეგმავს.

„ოთხ სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწერე ხელი და ოთხი ახალი შეთანხმების ხელმოსაწერად ვემზადები. ერთ-ერთი ასეთი შეთანხმება უკვე განვიხილე. 45-წუთიანი სატელეფონო საუბარი მქონდა რეგიონის ერთ-ერთ ლიდერთან“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რომელ ქვეყნებთან გეგმავს ისრაელის სახელმწიფო ურთიერთობების ნორმალიზებას.

2020 წლის 15 სექტემბერს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!