TaoNews.Ge

“ისრაელის ქმედებები არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს!”- ერდოღანი

ისრაელის ქმედებები არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თურქეთი მოითხოვს ალ-აქსას მეჩეთსა და მუსლიმებზე საზიზღარი თავდასხმები დაუყოვნებლივ შეჩერდეს“, – დაწერა ერდოღანი „ტვიტერზე“.

მისი შეფასებით, ისრაელის ქმედებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, საერთაშორისო სამართალსა და ყველა ადამიანურ ღირებულებას არღვევს.

„თითოეული მუსლიმის მოვალეობაა, დაიცვას წმინდა ქალაქის, იერუსალიმის პატივი, დიდება და ღირსება,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ შეაჩერებს ისრაელს სწრაფი და ეფექტური ზომებით, ეს დაადასტურებს, რომ საერთაშორისო სისტემა დანგრეულია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!