TaoNews.Ge

“ვინც ცეცხლი დაანთო, ის მიიღებს ცეცხლს”- ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში  „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბა.

გამოცემის ინფორმაციით, საჰაერო იერიშს 4 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.

ისრაელი გააგრძელებს სრული ძალით მოქმედებას, ვინც ცეცხლი დაანთო, ის მიიღებს ცეცხლს, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

„ჩვენ გავაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას. გამანადგურებელ დარტყმებს ვაყენებთ ტერორისტულ ორგანიზაციას. ის, ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში 149 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 41 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი  ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!