TaoNews.Ge

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბი ღაზაში შესაძლო შეჭრის გეგმას დღეს დაამტკიცებს

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბი ღაზაში შესაძლო შეჭრის გეგმას დღეს დაამტკიცებს

ისრაელის მედია ქვეყნის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ.

გეგმები, რომლებსაც ღაზის სამმართველო და სამხრეთის სარდლობა ადგენს, შემდეგ შესაძლოა, ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსახილველად გადაეცეს. იერიშების გააქტიურების გადაწყვეტილება კი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა გუშინ მიიღო.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელვე მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა “ჰამასის” და “ჰამასის” საზღვაო ძალების რაზმის სტრატეგიულად მნიშვნელოვან შენობებს დაარტყეს. შედეგად ღაზის სექტორში განადგურებულია14-სართულიანი შენობა, სადაც  მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურები იყო განლაგებული.

როგორც ისრაელის არმია იუწყება, შენობაში განლაგებულ ინფრასტრუქტურას “ჰამასის” წევრები სამხედრო-ტაქტიკური ინფორმაციის გადასაცემად და დაზვერვისთვის იყენებდნენ. ისრაელის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში კი ისევ განგაშის ხმა ისმოდა.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს – ისრაელის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან 1 500-ზე მეტი რაკეტაა გასროლილი, რასაც  სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაიღუპა 6 წლის ბიჭი, რომელიც ქალაქ შდეროთში ავიაიერიშის დროს საძინებელში იმყოფებოდა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 70-ს აჭარბებს და მათ შორის 17 ბავშვია. დაშავებული კი 370 ადამიანია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!