TaoNews.Ge

ირანი თელ-ავივს და ხაიფას განადგურებით ემუქრება

ირანი თელ-ავივს და ხაიფას განადგურებით ემუქრება

ირანი თელ-ავივის და ხაიფას განადგურებით ემუქრება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი  ისრაელს, თელ-ავივსა და ხაიფაზე თავდასხმით ემუქრება.

ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ   თეირანში, ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბენი განცის განცხადებას „ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის განახლების გეგმის შესახებ“ უპასუხა : რომ „ირანს აქვს ყველა საჭირო სამხედრო შესაძლებლობა, რომ დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა.”

„რეგიონში არავინ ცნობს სიონისტურ რეჟიმს, ამიტომ, ქვეყნები იძულებულნი გახდნენ კედლები აღმართონ მათ გარშემო.  სასოწარკვეთილებისაგან   ისრაელი ირანს ემუქრება! ჩვენ გავანადგურებთ თელ-ავივსა და ხაიფას, თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ“- განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა.

ჰათამიმ ასევე დასძინა, რომ  პროირანული ძალები ლიბანში, სირიაში, ერაყსა და იემენში წარმოადგენენ ირანის სახელმწიფოს „რბილ ძალას.“

ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ავივ კოჰავმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა,რომ ბირთვული პროგრამის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, მან ახალი სამოქმედო გეგმის მომზადება დაავალა.

5 მარტს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები განაახლებენ გეგმას, რათა დარტყმა მიაყენონ ირანის ბირთვულ ობიექტებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!